ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორების დელეგაცია ავღანეთში


ჰამიდ კარზაის ვაშინგტონში ელიან

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ქაბულში ამერიკელი სენატორების დელეგაციას ხვდება. ამის შემდეგ დაგეგმილია თავად კარზაის ვიზიტი ვაშინგტონში და შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან. სენატორების დელეგაციას სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე კარლ ლევინი ხელმძღვანელობს.

ავღანეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, სენატორების ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების ხელშეკრულება, ავღანეთიში სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა და ამერიკა-ავღანეთის მომავალა ურთიერთობები. როგორც ჰამიდ კარზაიმ სენატორებს განუცხადა ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთის სოფლები უნდა დატოვონ და სამხედრო ბაზებში დაბრუნდნენ.
XS
SM
MD
LG