ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუგლი რეორგანიზაციას იწყებს


ტექნოლოგიური გიგანტი გუგლი თავისი მომგებიანი ინტერნეტ პროდუქტების ნაკლებად ცნობილი ინიციატივებისგან გასამიჯნად რეორგანიზაციას იწყებს.

ტექნოლოგიური გიგანტი გუგლი თავისი მომგებიანი ინტერნეტ პროდუქტების ნაკლებად ცნობილი ინიციატივებისგან გასამიჯნად რეორგანიზაციას იწყებს.

გუგლის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი ფეიჯმა ეს განცხადება ბლოგზე გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თანადამფუძნებელ სერგეი ბრინთან ერთად ახალ კომპანიას უხელმძღვანელებს, რომელსაც სახელად - Alphabet - ერქმევა.

კომპანია ზედამხედველობას გაუწევს გუგლს, მის ცნობილ საძიებო სისტემას, იუთუბის ვიდეო არხს და რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ინტერნეტ პროდუქტს, რომლებიც ფუნქცონირებას ცალკეულ ერთეულებად გააგრძელებენ. კომპანიის ახალი განყოფილებები ისეთ საკითხებზე იმუშავებენ, როგორიცაა ცხოვრების გახანგრძლივება, რამდენიმე ქალაქში სწრაფი ინტერნეტ ქსელების მშენებლობა და დრონებით გადაზიდვის სერვისი.

ფეიჯმა და ბრინმა გუგლი 1998 წელს დააფუძნეს, ისინი კომპანია Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორის და პრეზიდენტის პოსტებზე გააგრძელებენ მუშაობას.

XS
SM
MD
LG