ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კობახიძე და ზურაბიშვილი ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას X-ზე ეხმაურებიან


ფოტო არქივიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ცერემონიაზე. თბილისი, საქართველო. 26 მაისი, 2024 წ.
ფოტო არქივიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ცერემონიაზე. თბილისი, საქართველო. 26 მაისი, 2024 წ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს თანამდებობის ხელმეორედ დაკავება მიულოცა. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ტრამპის მმართველობა მსოფლიოში ხელს მშვიდობის დამყარებას შეუწყობს. განცხადება მან 20 იანვარს სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა.

"გულრწფელად ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები. წარმატებებს გისურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე", - წერს კობახიძე.

სოციალურ ქსელ X-ზევე ეხმიანება პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით, ვაშინგტონგში გამართულ საზეიმო ცერემონიებს ესწრება.

"მადლობელი ვარ დიდი შესაძლებლობის, წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. მადლობელი ვარ კონგრესმენ ჯო უილსონის, ყველა მაღალი დონის კონტაქტის ხელშეწყობისთვის, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას", - განაცხადა დღეს, 20 იანვარს ვაშინგტონში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG