ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თინა ხიდაშელი ეშ კარტერს შეხვდა


თინა ხიდაშელის ვიზიტი პენტაგონში
თინა ხიდაშელის ვიზიტი პენტაგონში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობებზე ისაუბრა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ამერიკის თავდაცვის მდივნის შეხვედრა პენტაგონში. ეშტონ კარტერი ქართველ კოლეგას საპატიო ყარაულით დახვდა.

მხარეებმა, როგორც ვარაუდობდნენ, თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ითათბირეს.

გუშინ თინათინ ხიდაშელმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა შეხვედრები და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეებს-ვიქტორია ნულანდსა და პუნიტტალვარს შეხვდა. გუშინვე გაიმართა შეხვედრა ყოფილ სახელმწიფო მდივან მედლინ ოლბრაიტთან და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტ ჯონ ჰამრესთან.

21 აგვისტოს ვიზიტის დასრულებამდე მინისტრი ხიდაშელი ამერიკის სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებსა და ამერიკულ მედია ორგანიზაციებს ეწვევა.

XS
SM
MD
LG