ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები 2012: სააკაშვილიც და ივანიშვილიც გამარჯვებაში "დარწმუნებულები არიან"


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველად, ოპოზიციის ლიდერმა, არჩევნებში ხმის მიცემაზე უარი თქვა. ივანიშვილი, სოლოლაკში საკუთარ საარჩევნო უბანზე მივიდა, მაგრამ ხმა მხოლოდ მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ მისცა.

1 ოქტომბერს ხმა მხოლოდ ივანიშვილის მეუღლემ მისცა
1 ოქტომბერს ხმა მხოლოდ ივანიშვილის მეუღლემ მისცა

ივანიშვილმა განმარტა, რომ ასე გამოხატა პროტესტი საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო და შეგნებულად არ ისარგებლა, მისთვის, როგორც საფრანგეთის მოქალაქისთვის მინიჭებული ხმის უფლების უფლებით. ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კოალიციის გამარჯვებაში დარწმუნებულია:

„უპრეცედენტო დღეა საქართველოს ისტორიაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება ის, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება. და რაც მთავარია, ხალხი ამას (ხელისუფლების შეცლას) იმსახურებს, თავისი ქცევით და ღირსებით. ღირსეული დღე იქნება. დაფიქსირდება საქართველოს ისტორიაში, პირველად დემოკრატიული არჩევნებით (ხელისუფლების შეცვლა).

ამ სიტყვას მე მაინც გამოვიყენებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრია უკვე დარღვეული, მოპარული და ეს ვერ იქნება ევროპული, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ნაწილი დემოკრატიისა, რასაც ეწოდება, ეს საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა.

ეს დღეს არის ძალიან ბედნიერი, მომართულია მთელი მოსახლეობა, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჩვენ ძალიან მოკლე დროში გავაცნობიერეთ, რა რთულია სახელმწიფოს მართვა. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჯერ მისი მართვა, ვერ ვისწავლეთ. ვერ ვისწავლეთ როგორ მოვუაროთ და საიდ წავიყვანოთ, რომ ღირსეული მომავალი შევუქმნათ ჩვენს საქართველოს. მე მგონი ეს გარდამტეხი დღეს ახლა დადგა, საქართველოში რეალურად შეიცვლება სიტუაცია“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი
ოპოზიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი

თავის მხრივ, მმართველი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საარჩევნო უბანზ, ხმის მისაცემად პირველ ლედისთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო „წარსულში აღარასოდეს დაბრუნდება“.

„მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი ყველა გადამწყვეტ მომენტში, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. და ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის. როგორც არასდროს, ვარ დარწმუნებული ჩვენი ხალხის სიბრძნეში, შორსმჭვრეტელობაში გამჭრიახობაში, გონიერებასა და გამბედაობაში.

ამიტომ, ეს არის უბრალოდ ის არჩევანი, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ მრავალი შემდეგი თაობის ცხოვრებაზე. დღეს წყდება ბედი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის; იმის, რომ სახელმწიფომ იაროს წინ და აღარასოდეს დაბრუნდეს უკან წარსულში, იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდონ უკეთეს ქვეყანაში, მათი ბედი უკან ვერავინ ვერ შეატრიალოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები, საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან იუწყებიან, არჩევნებზე მომხდარი დარღვევების შესახებ. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, სააერჩევნო უბანზე, იქ რეგისტრირებულ ამომრჩევლთა რაოდენობაზე, ნაკლები ბიულეტენის შეტანა. ცსკო ჯერჯერობით ვერ აკეთებს განმარტებას, თუ რამ გამოიწვია ბიულეტების ნაკლებობა და სად არის „დაკლებული“ ბიულეტენები.

პრეზიდენტი სააკაშვილი ხმის მისაცემად, მეუღლესთან და შვილთან ერთად
პრეზიდენტი სააკაშვილი ხმის მისაცემად, მეუღლესთან და შვილთან ერთად

ტრადიციული დარღვევებით წარიმართა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, სადაც ამომრჩევლები პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე აძლევდნენ ხმას. დარღვევების დაფიქსირების დროს, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანის საარჩევნო უბანზე, ვიდეოკამერა დაუმტვრიეს საგამოძიებო სტუდია GNS-ის გადამღებ ჯგუფს.

დამკვირვებელთა თქმით, უცნაური სიტუაცია იყო თბილისის საარჩვენო უბნებზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის კოორდანიტორები სპეციალური სიებით მორიგეობდნენ. მათივე განმარტებით, ისინი აღწერდნენ, გამოცხადდა, თუა რა მათი ამომრჩეველი ხმის მისაღებად.

თავის მხრივ, მმართველი პარტია, ქართულ ოცნებას მისი აქტივისტების დაშინებასა და ცემაში ადანაშაულებდა. ამ ბრალდებით, შსს-მ საქართველოს რამდენიმე ქალაქში „ოცნების“ წევრები დააპატიმრა. ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ „ოცნების“ მომხრეებს მოუწოდა, გარეთ გამოვიდნენ და საკუთარი ხმების დაცვა უზრუნველყონ.

„ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შეიკრიბონ საარჩვენო უბნებთან, რათა ჩვენ დავიცვათ, უბნებში სიმშვიდე და მივცეთ საშუალება საუბნო კომისიის წევრებს, რომ მათ შეაჯამონ ის ხმები რაც ჩვენი მოსახლეობის მიერ არის მიცემული. არის ინფორმაცია, რომ ზოგიერთ უბანში შეიძლება მოხდეს, გარედან ექსცესი, იყოს უბანში საარჩევნო ყუთის გატაცების, რომ ეს უბანი გაუქმდეს. ასე, რომ მშვიდობიანი ფორმით, ხალხი თუ ბუნებრივ ბარიერს შექმნის უბანსა და ქუჩას შორის, ეს ვერ მოხდება“.

საინტერესოა, რომ აშშ-ს საელჩომ საქართველოში თბილისში მყოფ აშშ-ს მოქალაქეებს ასეთი ტექსტით მიმართა: „თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა, ასობით ათასს შეადგენდეს. აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელია მძიმე საცობები. საელჩო მოელის, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი დემოსნტრაციები თბილისსა და მთელს საქართველოში გაგრძელდება. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დემონსტრაციებიდან რომელიმე ანტიამერიკული ან აშშ-ს საელჩოს საწინააღმდეგო იქნება. ის დემონსტრაციების კი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მშვიდობიანი იყოს, შესაძლოა ძალადობრივი ან არაპროგნოზირებადი გახდეს“ - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG