რუსი ბიზნესმენი სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის ოქსანა სკარედნოვას მკვლელობის მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონის დაბა კოლხიდაში 3,5 ჰექტარი მიწა გახდა. ასეთია სოხუმში მიმდინარე, ე.წ "გამოძიების" მთავარი ვერსია. ნომერ პირველი ეჭვმიტანილი კი მიწის ყოფილი მფლობელი, აფხაზთა ე.წ „სახალხო კრების“ წევრი ნოდიკ კვიცინიაა.
რუსეთის პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, კვიცინიამ კლემანტოვიჩს კოლხიდაში მდებარე მიწა, ფარულად 2 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. ფორმალურად კი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 1 500 რუბლზე იყო გაფორმებული, კლემანტოვიჩმა კვიცინიას მხოლოდ 580 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.
2012 წლის 10 სექტემბერს, კვიცინია და კლემანტოვიჩი ერთმანეთს ოკუპირებულ სოხუმში, კვიცინიას სახლში შეხდნენ, სადაც რუსი ბიზნესმენი მეგობარ ქალთან ერთად მივიდა. შეხვედრის შემდეგ, კვიცინიამ ოთხ თანამზრახველს მათი გატაცება დაავალა.
მომდევნო ორი დღის მანძილზე, კლემანტოვიჩი და სკარედნოვა ჯერ მაიაკის დასახლებაში, მიტოვებულ სახლში ჰყავდათ დამწყვდეული. მას შემდეგ, რაც კვიცინიამ რუსი ბიზნესმენისგან ფულის ამოღება ვერ მოახერხა, თანამზრახველებს მათი მოკვლა უბრძანა.
კლემანტოვიჩი სკარედნოვასთან ერთად, 2012 წლის 12 სექტემბერს ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში, მთლიანად გადამწვარ, ქართველების ნასოფლარში - ახალდაბაში გადაიყვანეს, დახოცეს და ჭაში ჩაყარეს.
„კი ბატონო, დამიმტკიცეთ და დამსაჯეთ! იპოვეთ კვალიფიციური გამომძიებელი რომ მან ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. მე ვითანამშრომლებ, რაც ვიცი, რაც შემეძლება იმით დავეხმარები. მე ხომ ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ნუ მაბრალებენ, ნუ უნდათ ამკიდონ ეს ყველაფერი. მე კი არა ვინც გააკეთა ეს, ისინი უნდა ჩამოკიდო.“ნოდიკ კვიცინია, მკვლელობის ორგანიზატორი, ე.წ "აფხაზთა კრების" "დეპუტატი"
ცხედრების აღმოჩენა და იდენტიფიცირება მხოლოდ ერთი წლის მერე, 2013 წლის 12 ოქტომბერს მოხერხდა. გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მიაგნო ავტომანქანა „ლექსუსს“, რომლითაც კლემანტოვიჩი გადაადგილდებოდა.
თავად ეჭვმიტანილი ე.წ „დეპუტატი“ ნოდიკ კვიცინია ჯერ მიიმალა, შემდეგ ისევ გამოჩნდა და პატიმრობაში აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულმა თანამზრახველებმა მას ხელი უკვე დაადეს, კვიცინია მკვლელობაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს
„კი ბატონო, დამიმტკიცეთ და დამსაჯეთ! იპოვეთ კვალიფიციური გამომძიებელი რომ მან ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. მე ვითანამშრომლებ, რაც ვიცი, რაც შემეძლება იმით დავეხმარები.
მე ხომ ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ნუ მაბრალებენ, ნუ უნდათ ამკიდონ ეს ყველაფერი. მე კი არა ვინც გააკეთა ეს, ისინი უნდა ჩამოკიდო.“
რუსეთის და საბერძნეთის მოქალაქე, წარმოშობით ბელორუსი სერგეი კლემანტოვიჩი ოკუპირებულ აფხაზეთში 2004 წლიდან ღორღის და ჯართის ბიზნესით იყო დაკავებული. მოსკოვში რეგისტრირებულ მის კომპანიას - „ელ პეტროლიუმს“, გაგრაში, შვილობილი „ელ პეტრიულიმ აფხაზეთი“ უკანონოდ ჰქონდა დაარსებული. კლემანტოვიჩი ანკლავში ბელარუსიიდან გაიქცა, სადაც მასზე ძებნა გამოაცხადეს.
2010 წელს, „როსიისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, კლემანტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს სანაპირო დაცვამ მისი კუთვნილი 20 ტონა ჯართის კონფისკაცია მოახდინა, თუმცა „ეხლა რუსეთის სამხედრო ბაზები დაიცავენ ჩვენს უსაფრთხოებას“.
კლემანტოვიჩს ფართო კავშირები ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. ეს, მამის, პეტრე კლემანტოვიჩის დამსახურება იყო. მინსკის სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული წლების მანძილზე საბჭოთა უშიშროებასა და კონტრდაზვერვაში მსახურობდა.
ბოლოს იყო რუსეთის ფედერაციის მესამე კლასის სახელმწიფო მრჩეველი. 2000 წელს, როცა რუსეთის პრეზიდენტის საკადრო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, ნიშნით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაჯილდოვდა. პეტრე კლემანტოციჩი შვილის გატაცებამდე ერთი წლით ადრე დაიღუპა.
კლემანტოვიჩის სახელზე იყო გაფორმებული, რუსეთის დედაქალ მოსკვოვის სიახლოვეს, ელიტარულ სოფელ გორკი-10-ში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აგარაკებზე, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომლებიც კლემანტოვიჩმა, FSB-ს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებისგან, მათ შორის გენერლებისგან შეიძინა.
ოფიციალურად, კლემანტოვიჩი, რუსეთის არმიის თადარიგის უფროსი ლეიტენანტი იყო, თუმცა ღია კავშირები FSB-თან, აძლიერებს ეჭვს, რომ კლემანტოვიჩი რუსეთის სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედებდა. მათ შორის, სოფელ კოლხიდაში 3,5 ჰექტარი მიწის "შეძენის" დროს.
ოკუპირებულ აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლის შედეგი იყო, ის, რომ ნოდიკ კვიცინიამ თავად დაწერა განცხადება ე.წ „სადეპუტატო იმუნიტეტის“ მოხსნის თაობაზე და ჩაბარდა.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ვიმეორებთ რომ არ ვაბარებთ ჩვენს კოლეგას. თუ ნოდიკ კვიცინია თავს დამნაშავედ არ ცნობს და იგი მართლაც არ ცნობს თავს დამნაშავედ, ეს პროცესი მისცემს საშუალებს, გაიმართლოს თავი, აღიდგინოს შელახული სახელი და გვარი.“ვალერი ბგანგა, აფაზი სეპარატისტი
მანამდე, აფხაზთა ე.წ "სახალხო კრება" ე.წ კოლეგის "მუნდირის დაცვას" ბოლომდე შეეცადა, თუმცა, საბოლოოდ კრემლის ზეწოლას ვერ გაუძლო. „აფხაზთა ე.წ კრების" ლიდერი, ვალერი ბგანბა ამბობს:
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ვიმეორებთ რომ არ ვაბარებთ ჩვენს კოლეგას. ჩვენ მასაც და პროკურატურასაც ვაძლებთ შესაძლებლობას ბოლომდე მივიდეს გამოძიება.
თუ ნოდიკ კვიცინია თავს დამნაშავედ არ ცნობს და იგი მართლაც არ ცნობს თავს დამნაშავედ, ეს პროცესი მისცემს საშუალებს, გაიმართლოს თავი, აღიდგინოს შელახული სახელი და გვარი.“
56 წლის დეპუტატი ნოდიკ კვიცინია ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარას მკვიდრია, კვიცინიების კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი. ნოდიკ კვიცინიას ძმა - ბესლან კვიცინია, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ „გენერალური პროკურორის“ "პირველი მოადგილეა". უკვე გაისმა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა ბესიკ კვიცინიას ინფორმაცია საზარელი დანაშაულის შესახებ და აფარებდა თუ არა ძმას ხელს?
აფხაზურ მედიაში, ასევე „გაჟონა“ სერგეი კლემანტოვიჩის 2011 წლით დათარიღებულმა წერილმა. რუსი ბიზნესმენი წერს, რომ ე.წ "ჯართის ბიზნესში", კონკურენტი ფირმის „აბხაზვტორრესურსის“ მფარველები, მათ შორის ბესიკ კვიცინია სიკვდილით ემუქრება. ამ ფირმას 2003-2005 წლებში ნოდიკ კვიცინია ხელმძღვანელობდა.
ე.წ „აფხაზური ოპოზიცია“ უკვე ცდილობს, სკანდალური მკვლელობის საქმე, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა "რუსულ-აფხაზურ" „ძმურ ურთიერთობას“ სათავისოდ გამოიყენოს.
"ოპოზიცია" გენერალურ შეტევას ბესიკ კვიცინიას უშუალო უფროსზე, ოკუპირებული ანკლავის, ე.წ „გენერალურ პროკურორზე“ საფარბეი მიქანბაზე ამზადებს, რომელიც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის მთავარი მოკავშირეა.