ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოქალაქეები“ პარლამენტის ბოიკოტს წყვეტენ


პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს გამოეთიშა, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა იქნება, რომლის ლიდერებიც უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში შევლენ.

„მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტის სპიკერს არჩილ თალაკვაძეს დახურულ კარს მიღმა შეხდნენ.

"მოქალაქეების" და "ოცნების" შეხვედრა
"მოქალაქეების" და "ოცნების" შეხვედრა

აუდიენციას წინ უსწრებდა, „მოქალაქეების“ და დანარჩენი ოპოზიციის უმწვავესი დაპირისპირება და მათ შორის მოლაპარაკების შეწყვეტა. „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა კერძოდ განაცხადა:

„ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან ოცნება ახლაც მზად არის, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს
ალეკო ელისაშვილი, მოქალაქეების ლიდერი


„ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან და ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით "ოცნება" ახლაც მზად არის, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს.

რაც შეხება, რიგგარეშე არჩევნებს, „ოცნებას“ იგივე პოზიცია აქვს, რომ პარლამენტშის აგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს 1%-იან ცდომილებას, მზად არიან, რიგგარეშე დანიშნონ. ჩვენ ჯერ პოზიციებს ვაჯერებთ, შევალთ თუ არა პარლამენტში მალე გამოჩნდება" - აღნიშნა ელისაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „მოქალაქეებმა“ 25508 ხმა მიიღეს და პარლამენტში ორი დეპუტატი გაიყვანეს. თუმცა, ეს პოლიტიკური ძალა მაშინვე შეუერთდა სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს, არჩევნები „გაყალბებულად“ გამოაცხადა და უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა.

საერთო ოპოზიციური პლატფორმიდან „მოქალაქეები“ მონაწილეობდნენ „ქართულ ოცნებასთან“ გამართულ მოლაპარაკებებში, რომლებიც აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართა, თუმცა ხელშესახები შედეგი ვერ მოიტანა.

ამის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ელისაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ბოკერია მოლაპარაკებების განზრახ ჩაშლაში დაადანაშაულა, მოგვიანებით, ანალოგიური დაპირისპირება მოხდა ელისაშვილსა და „ლელოს“ ლიდერ ხაზარაძეს შორის.

საბოლოოდ, ელისაშვილი დათანხმდა „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ დიალოგზე. სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის თავმჯდომარე, ექსპერტ-ანალიტიკისო იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯი „მოქალაქეების“ პოზიციას ასუსტებს:

ელისაშვილი თავიდან ამბობდა, რომ არჩევნების გაყალბებისთვის ხელისუფლებამ სერიოზული პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოსო. ამ შეხვედრის შემდეგ ჩანს, რომ ელისაშვილი ხელისუფლებას მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის თავმჯდომარე


„ელისაშვილი თავიდან ამბობდა, რომ არჩევნების გაყალბებისთვის ხელისუფლებამ სერიოზული პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოსო და ეს ფასი 4 მოთხოვნად ჩამოაყალიბა. ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ჩანს, რომ ელისაშვილი მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს ხელისუფლებას, ფასს ამეოთხედებს და მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებებიც აკმაყოფილებს, თან როგორი იქნება, ეს ცვლილება არ ვიცით“ - მიაჩნია კაჭკაჭიშვილს.

2020 წლის მოწვევის პარლამენტი, თავიდან 150-ის ნაცვლად, მხოლოდ „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატით შეიკრიბა და ერთპარტიული იყო. 2021 წლის 5 იანვარს მათ „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი ყოფილი წევრი შეუერთდათ, რომლებმაც ამ ნაბიჯის გადასადგემლად, პარტია დატოვეს და „ევროპული სოციალისტები“ დაირქვეს.

ამ ეტაპზე, უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას „მოქალაქეების“ ორი დეპუტატის გარდა, ასევე ინარჩუნებს ორად გაყოფილი „გირჩის“ 3 პარლამენტარი. მათ სხვა ოპოზიციისგან განსხვავებით, მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თუმცა ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

დანარჩენი 51 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტისგან უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს, მმართველმა პარტიამ ეს არცთუ იოლი გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG