საქართველოს ათი მოქალაქე ოკუპირებული აფხაზეთში, ე.წ "ჯაშუშობის ბრალდებით" არიან დატყვევებულნი და მრავალწლიან "სასჯელს" იხდიან. სულ ბოლოს, "12 წლით ციხე" უკანონოდ 31 წლის ზურაბ თორაძეს მიუსაჯეს.
თორაძე "ჯაშუშობის ბრალდებით", 2012 წლის 7 აგვისტოს ოჩამჩირეში დააკავეს. მას ავტომატური იარაღი აღმოუჩინეს და "ბრალი" სეპარატისტთა ბანდიტური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, ლიზბერტ ფოცხო-ოღლის "მკვლელობის დაგეგვმაში" დასდეს. თავის დროზე, პოლკოვნიკი ფოცხო-ოღლი საბჭოთა კავშირის KGB სპეცრაზმ „ვიმპელში“ მსახურობდა.
რაც დაიჭირეს, ზურასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მე იქ ვერ გადავდივარ, იქ კი ვერავინ ეკარება. ვიფიქრე, იქნებ ვინმეს დახმარებით ან საჭმელი შევუგზავნო ან ტანსაცმელი მეთქი. იმ ბრალდების გამო, რა მუხლითაც ზის, ყველას ეშინია და ვერ ეკარებიან - ჩვენც შარში გავეხვევითო.“იოსებ თორაძე
სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ თორაძე საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ იქნა გადაბირებული და ანკლავში შეგზავნილი. პატიმრის მამამ, თბილისში მცხოვრებმა იოსებ თორაძემ „ამერიკის ხმას“ კერძოდ უთხრა:
„ვიღაცის გაგზავნილი იყო იქ. ბოლო ბოლო დავრწმუნდი მაგაში. თავისი ნებით რომ წასულიყო გამორიცხულია. მე მქონდა ენგურის ხიდზე აფხაზებთან შეხვედრა და დეტალურად მომიყვნენ, მითხრეს რომ მაგას დავალება ჰქონდაო, როგორც ჩანს, მის ტელეფონს უსმენდნენ და ყველაფერი იცოდნენ.
რაც დაიჭირეს, ზურასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მე იქ ვერ გადავდივარ, იქ კი ვერავინ ეკარება. ვიფიქრე, იქნებ ვინმეს დახმარებით ან საჭმელი შევუგზავნო ან ტანსაცმელი მეთქი. იმ ბრალდების გამო, რა მუხლითაც ზის, ყველას ეშინია და ვერ ეკარებიან - ჩვენც შარში გავეხვევითო.“
2008 წლის სექტემბრამდე ზურაბ თორაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის „შავნაბადის“ მებრძოლი იყო. უფროსი ლეიტენანტი პოლიციის რიგებიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც იგი რამდენიმე მეგობართან ერთად, "გამოძალვის ბრალდებით" იქნა დაპატიმრებული.
მოგვიანებით, პროკურატურა მის წინააღმდეგ "ადამიანის გატაცების ეპიზოდსაც" განიხილავდა. თორაძე მაშინ მხოლოდ 6 თვით დააპატიმრეს. იგი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
2012 წლის მაისში, თბილისში ოპოზიციის გამოსვლების დროს, თორაძე ისევ დააკავეს. ივნისში კი იგი მოულოდნელად ოკუპირებულ ოჩამჩირეში, ნათესავთან გაემგზავრა. უკვე დატყვევებულმა ზურაბ თორაძემ რუს ჟურნალისტთან საუბარში, ბუნებრივია, რომ "ჯაშუშობა აღიარა"
“ჩემთან ჰქონდათ საუბრები და ორაზროვნად, მაგრამ კონკრეტულად მიმანიშნებდნენ რომ უნდა მეთანაშრომლა ხელისუფლებასთან“.
ზურაბ თორაძის გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ "ჯაშუშობის ბრალდებით" კიდევ 9 ადამიანია იტანჯება ციხეში, მათ შორის სამი ქალია.
გალის მკვიდრი მანუჩარ შონია, 2012 წლის დეკემბერში დაიჭირეს. რუსები ამტკიცებენ, რომ შონიას თითქოს, "პერანგში ჩამონტაჟებული, ფარული ვიდეოკამერა" აღმოაჩნდა. 2012 წლის მარტში, "ჯაშუშობისთვის" გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებლები ჯემალ ოკუჯავა და ოთარ ჯღარკავაც დაატყვევეს.
„ის მთავრობა სანამ იყო „ნაციონალების“, რამდენადაც ვიცი მუშაობდნენ მაგ თემაზე, უნდა გაეთავისუფლებინათ, მერე შეწყდა ეს, ახლებმა გვითხრეს, ჯერ დავლაგდებითო და მერე ვითომ მივხედავთო.“
ე.წ "აღიარებით ჩვენებაში", ოკუჯავამ და ჯღარკავამ მიუთითეს, რომ "მათი გადაბირება" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსისი მოადგილე კობა თოდუამ განახორციელა.
თოდუა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას მკვიდრი ბიძაშვილია. იგი სამხედრო დაზვერვაში, კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებას კურირებდა. თოდუა ივნისში, წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს და გამოძიება მის მიმართ ამ დრომდე გრძელდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, როგორც მოსალოდნელი იყო, კომენტარს არ აკეთებენ. ზურაბ თორაძის მამა, იოსებ თორაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს მას შვილის გათავისუფლებას პირდებოდნენ, თუმცა ამაოდ.
„ის მთავრობა სანამ იყო „ნაციონალების“, რამდენადაც ვიცი მუშაობდნენ მაგ თემაზე, უნდა გაეთავისუფლებინათ, მერე შეწყდა ეს, ახლებმა გვითხრეს, ჯერ დავლაგდებითო და მერე ვითომ მივხედავთო.“
რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GRU) მტკიცებით, "მსხვილი ქართული სადაზვერვო ქსელი" ოკუპირებულ აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ჩავარდა.
მაშინ ე.წ "ჯაშუშობისთვის" 40 წლის სოხუმელი დიანა შედანია-ასეევა დაატყვევეს. ოკუპანტების მტკიცებით, შედანია-ასეევამ თითქოს, "აღიარა" რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლის კახაბერ კვარაცხელიას მიერ "იქნა გადაბირებული".
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, "დიანა შედანია ყველაზე აქტიური და წარმატებული აგენტი" იყო, რომელმაც "ფასდაუდებელი ინფორმაცია გადასცა ქართულ მხარეს, მათ შორის ფოტო და ვიდეო ფაილების სახით".
აფხაზური და რუსული წყაროების მტკიცებით, დიანა შედანიას გამოაშკარავების შემდეგ, "ჩავარდა" ე.წ "დიდი ჯაშუშური ქსელი", რომელშიც შედიოდნენ: მერი რევაზიშვილი, მანანა ვულპა, დათო თორდია, ოლგა დავიგორა და გიორგი ნარმანია. 2009 წელს, დიანა შედანია რუსებმა 19 წლით გამოკეტეს ე.წ დრანდის ციხეში.