გამოჩენილმა მომღერლმა, კომპოზიტორმა და გისტრისტმა ჯორჯ ბენსონმა ახალი კრებული გამოუშვა, რომელიც ლეგენდარულ მომღერალს, ნატ კინგ კოლს ეძღვნება. შემოგთავაზებთ ინტერვიუს ჯორჯ ბონსონთან, რომელიც ამერიკის ხმის ჯურნალისტმა დია ბეკიტმა ჩაწერა.
62 წლის წინ ჯორჯ ბენსონმა შესრულა სიმღერა სახელად „ Mona Lisa”. მაშინ ის სულ რაღაც 8 წლის იყო. ამ სიმღერამ მას კონკურსში გამარჯვება და სტუდიაში ჩანაწერის გაკეთების საშუალება მისცა, რაც მომღერლის თქმით, ყველაზე დიდი მოვლენა იყო მის ცხოვრებაში :
როგორც კონკურსის გამარჯვებული, მე მართლაც სტუდიაში წამიყვნეს, ეს რა თმქა უნდა არ იყო დიდი ჩამწერი სტუდია, თუმცა ჩემთვის მაინც დიდი მოვლენა იყო. დამაჭერინეს ხელში იუკულელე და მითხრეს იმღერეო. მეც „ Mona Lisa” შევასრულე.
წლების მანძილზე ეს სიმღერა ნატ კინგ კოლის სავიზიტო ბარათი გახლდათ, ამიტომაც სრულიად სამართლიანად ის ჯორჯ ბენსონის კრებულში „ "Inspiration” –ში შევიდა. ახლა სწორედ ამ სიმღერას შემოგთავაზებთ:
როგორც ბენსონი ინტერვიუში ამბობს, ის პირადად ნატ კინგ კოლს არასოდეს შეხვედრია, თუმცა მისი სიმღერები ყოველთვის შთაგონების წყარო იყო:
„ ნატ კინგ კოლის მთელ ოჯახთან ვმეგობრობ, ნატალი კოლთან, მის ქალიშვილთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაქვს, ის დღესდღეობით თავად წარმატებული მუსიკოსია, ვმეგობრობ დასთან და მის ვაჟიშვილთან. ანუ ყოველი მათგანი ჩემთვის ახლობელია, სამწუხაროდ ერთადერთი ვისი გაცნობაც ვერ მოვასწარი თავად ნატ კინგ კოლია.“
კრებულში ნატ კინგ კოლის 13 ცნობილი სიმღერაა შესულია, რომელთაგანაც აღსანიშნავია „When I fall in love”, “Route 66” და "Unforgettable”. არანჟირების ავტორი ნელსონ რიდლია, ხოლო აკომპანიმენტს 42 კაციანი ჰენრი მანჩინის ორკესტრი უწევს.
ახალ კრებულზე ბენსონთან ერთად მუშაობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ბროდვეის ვარსკვლავი იდინა მენზელი, მომღერალი ჯუდიტ ჰილი და მესაყვირე ვინტონ მარსალესი.