ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში ოლიმპიურ საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს


საშობაო ბაზრობა სტრასბურგში, საფრანგეთში.
საშობაო ბაზრობა სტრასბურგში, საფრანგეთში.

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე, გასულ პარასკევს მომხდარმა თავდასხმამ, ევროპის რიგ ქვეყნებში სწორედ ამ სეზონური ბაზრობების უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გამოიწვია. პარასკევს ბაზრობაზე თავდამსხმელი ავტომობილით შევარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამიტომაც, საშობაო ბაზრობებზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმაც, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

თუმცა, საფრანგეთში, კერძოდ კი ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობისთვის უსაფრთხოების ზომების მიღების პარალელურად, გაჩნდა კრიტიკაც. ვინაიდან, საფრანგეთი ახლა 2017 წელს მიღებულ ანტიტერორისტულ კანონს იყენებს, რომელიც მნიშვნელოვნად უზღუდავს ადამიანებს გადააადგილებას და სხვა უფლებებსაც. ამან კი ზოგიერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეშფოთება გამოიწვია.

პარიზის ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების შენარჩუნებისთვისაც ეს კანონი გამოიყენეს. ამავე კანონის გამო, 11 დეკემბერს გამოქვეყნებული საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, პარიზის ოლიმპიადის დროს, სულ მცირე 547 ადამიანი მოხვდა სიაში "ადმინისტრაციული კონტროლისა და მეთვალყურეობის ინდივიდუალური ღონისძიების შესახებ", მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანისთვის, არასოდეს წაუყენებიათ სისხლის სამართლის ბრალი.

ახლა უფლებდამცველები შიშობენ, რომ მთავრობამ, შესაძლოა ნებისმიერი საჯარო თავშეყრის, ან დიდი ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იგივე კანონი გამოიყენოს, რაც არ გამორიცხავს უდანაშაულო ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნას და მათი ძირითადი უფლებების შეზღუდვას.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აქამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ იმაზე, ქალაქ სტრასბურგის საშობაო ბაზრის დასაცავად ვინ და რატომ შეიყვანეს ამ სიაში.

სასამართლო საქმეებისა და ინტერვიუების მიხედვით, სააგენტო "როიტერმა", მინიმუმ 12 ასეთი ადამიანის იდენტიფიცრება შეძლო. მინიმუმ, 10 მათგანს არასდროს ჰქონია წაყენებული ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდება. თუმცა ერთს ამ ათიდან საშობაო ბაზრობასთან მიახლოება აუკრძალეს.

XS
SM
MD
LG