ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფორბსი" მსოფლიოს მილიარდერების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს


ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქონება გასულ წელს 400 მილიონი დოლარით შემცირდა და წლის ბოლოს, დაახლოებით, 3.1 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ჟურნალი “ფორბსის” მილიარდერების ყოველწლიური სია, რომელშიც დონალდ ტრამპი 222 ადგილით ჩამოქვეითდა, სამშაბათს გამოქვყნდა.

2017 წელს ამერიკის პრეზიდენტი მსოფლიოს 544-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, 2018 წელს კი ის 766-ე ადგილს იკავებს.

"ფორბსის" მილარდერების სიას წელს 35 ახალი ადამიანი დაემატა.

კომპანია “ამაზონის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი და დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება 122 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ქონება ერთი წლის მანძილზე 39.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა. პირველ სამეულში ბეზოსის შემდეგ, 90 მილიარდით ბილ გეიტსი და 84 მილიარდით ინვესტორი უორენ ბაფეტი არიან.

ევროპაში ყველაზე მდიდარი ადამიანი LVMH-ის პრეზიდენტი ბერნარდ არნოლტია. მისი ქონება 72 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სიაში საქართველოდან ერთი ადამიანია შესული და ეს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილი - 4.6 მილიარდი დოლარით - მსოფლიოს მილიარდერების სიაში 456-ე ადგილზეა.

“ფორბსის” თანახმად, ყველაზე მეტი მილიარდერი - 585 ადამიანი - შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მეორე ადგილზე ჩინეთია. გერმანიაში 123 მილიარდერი ცხოვრობს, ინდოეთში 119 და რუსეთში 102.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG