ვაშინგტონი —
ინფლუენზას ანუ გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია სულ უფრო მეტ სირთულეებს უქმნის მოსახლეობას და მედიკოსებს. მკვლევარები აცხადებენ, რომ პათოგენი იმუნური სისტემის თავდაცვით მექანიზმზე მოქმედებს.
ინფლუენზას ვირუსის მავნე ზემოქმედების დროს, იმუნური სისტემა სისხლის თეთრი უჯრედების ანუ ლეიკოციტების გენერაციას ახდენს, რომელებიც ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. ანტისხეულები მიკროორგანიზმზე მიკვრით მის ნეიტრალიზაციას ახდენს, რაც საბოლოო ჯამში ინფექციის პრევენციას იწვევს.
ეს არის ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის მექანიზმის ტრადიციული ახსნა.
მასაჩუსეტის შტატის ბიომედიცინის კვლევის ვაიტჰედის ინსტიტუტის ბიოლოგთა ჯგუფმა, რომელთაც ჰიდუ პლოხი ხელმძღვანელობდა, გამოაშკარავეს ის, თუ როგორ თრგუნავს ინფლუენზას ვირუსი იმუნური სისტემის ბ-უჯრედებს.
გენეტიკურად გამოყვანილი თაგვის ჯიშზე ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ ვირუსი ბ-უჯრედში შეღწევას ახერხებს და ანტისხეულების წარმოქმნას აფერხებს. ეს პროცესი საბოლოო ჯამში კლავს უჯრედს და შესაბამისად, დაცვის მექნიზმის პირველ ხაზს.
თუ ეს დადასტურდა, მაშინ ინფექციის პროცესი უფრო რთულ სახეს იღებს ვიდრე ამის მონაცემები არსებობდა, აცხადებს ჰიდუ პლოხი:
„ვთვლით, რომ ვირუსის მოქმედების შესახებ ეს უფრო ნათელ სურათს იძლევა. აქედან გამომდინარე, უფრო აშკარა ხდება, თუ რატომ მოქმედებს ზოგიერთი ვირუსი ძალიან მძიმედ ორგანიმზე, ზოგი კი ნაკლებად.“
ჩვეულებრივად, ანტისხეულების პირველი წყება ფილტვების უჯრედებში ლაგდება და იცავს ორგანიზმს მომავალი მიკრობებისგან, რომელთაც სხეულში შეღწევა სასუნთქი გზების საშუალებით შეუძლიათ. მაგრამ ინფლიუენზას ვირუსი, ანტისხეულების განეიტრალების ნაცვლად, ფილტვების უჯრედებზე ზემოქმედებს, ახშობს ანტისხეულის უნარს დაიმახსოვროს პათოგენი და აჩერებს იმუნური სისტემის აქტივობას.
„როგორც კვლევებმა აჩვენა, სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებმაც უნდა დაგვიცვას ვირუსისგან, შეიძლება დათრგუნული იყოს ვირუსის პათოგენის მიერ."
ვირუსი ანადგურებს ორგანიზმის იმუნური სისტემის დამცავი მექანიზმის პირველ ტალღას. შესაბამისად, ვირუსს მეტი დრო რჩება აღდგენისა და პოზიციების გამაგრებისთვის, მანამდე სანამ იმუნური სისტემა თავდაცვის მეორე ტალღისთვის მობილიზაციას მოახდენს.
ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმის იმუნური რეაქციის შესახებ კვლევები სამეცნიერო ჯურნალ “Nature”-ში დაიბეჭდა.