ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხანოუსკაია ბელარუსში დემონსტრაციების საწინააღმდეგო წვრთნებს გმობს


სვიატლანა ციხანუსკაია
სვიატლანა ციხანუსკაია

ბელარუსის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია გმობს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების დაშლის სასწავლო წვრთნების გამართვას. ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, რომელში გამარჯვებულადაც დიდი ალბათობით კვლავ - მეშვიდეჯერ ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდება.

ციხანუსკაიამ, რომელიც 2020 წელს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად მას შემდეგ იქცა, რაც მისი ქმარი დააპატიმრეს, ახლა ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, პოლიტიკურ გასამართლებებზე და ლუკაშენკოს მთავრობის სხვა არადემოკრატიულ ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, უსაფრთხოების ძალები იწვრთნებიან, როგორ დაარბიონ მოწინააღმდეგეები მორიგი ყალბი არჩევნების წინ.

"წვრთნები მოქალაქეების შესავიწროვებლად ძალაუფლების ნიშანი არაა. ეს შიშის ნიშანია. ასეთი დაშინება ბელარუს ხალხს, რომელსაც თავისუფლება და დემოკრატია სურს, ვერ შეაშინებს", - თქვა ციხანუსკაიამ.

ციხანუსკაიამ ამ თემაზე ესტონეთიდან ისაუბრა, სადაც ის სხვა დასავლელ ლიდერებს შეხვდა. ბელარუსის ხელისუფლება ამბობს, რომ წვრთნები მხოლოდ პოლიციის სავარჯიშოდაა განკუთვნილი, რათა მან შეძლოს "ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ნებისმიერი გამოხატულების" აღკვეთა და "მოქალაქეების უკანონო ქმედებებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ჩართვის მცდელობა".

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლური სამყარო გაყალბებულად მიიჩნევს. არჩევნებს მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა. მაშინ, ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, ბევრი დღემდე ციხეში რჩება, ოპოზიციისა და მედიის ბევრი წარმომადგენელი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, უსაფრთხოების მიზნით.

XS
SM
MD
LG