ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი ჟურნალისტი და მისი ქალიშვილი, საქართველოში უცნობი მიზეზებით არ შეუშვეს


ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალეშკა, რომელიც 2021 წელს პოლიტიკურ დევნას გაექცა და მას შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა, 16 სექტემბერს საქართველოში ხელმეორედ არ შეუშვეს. მიალეშკა პოლონეთში შვებულების გატარების შემდეგ, თავის ქალიშვილთან ერთად საქართველოში ბრუნდებოდა.

მიალეშკამ „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მათი შესვლის აკრძალვის კონკრეტული მიზეზები არ განმარტა. მიალეშკას უთხრეს, რომ მისი და ქალიშვილის პოლონეთში დეპორტაცია მოხდება.

ამჟამად მამა-შვილი ქუთაისის აეროპორტის სადეპორტაციო ცენტრში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს უთხრა, რომ „საკითხს შეისწავლის და თუ განახლებული ინფორმაცია იქნება, პასუხს გასცემს“.

XS
SM
MD
LG