ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაია კალასმა ევროკავშირის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა


კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით
კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კაია კალასი ამბობს, ბლოკმა უნდა გაითვალისწინოს დონალდ ტრამპის მოწოდებები თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვის თაობაზე. მით უფრო იმ „ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რასაც რუსეთი წარმოადგენს".

„ჩვენი ეროვნული სადაზვერვო სამსახურებიდან ბევრი გვაწვდის მონაცემებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება 3-5 წელში შეამოწმოს ჩვენი მზადყოფნა,“ - თქვა კალასმა ბრიუსელში, ევროპის თავდაცვითი სააგენტოს ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ევროპის კავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვითი ინვესტიციები:

"შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ თავდაცვაზე ევროპელების ხარჯები არასაკმარისია. ახლა დროა, თავდაცვაში მოხდეს ინვესტირება,“ - განაცხადა კალასმა.

პარალელურად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ „თუკი ევროპას გადარჩენა სურს, საჭიროა მისი შეიარაღება“.

XS
SM
MD
LG