თანამედროვე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები უკრაინაში გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე განსაკუთრებული თვალსაჩინოებით გამოიკვეთა. ფეხბურთმა იმ დიდი ქალაქების ჩვეული რუტინა, სადაც მატჩები მიმდინარეობს, სრულებით შეცვალა. ქვეყანას უამრავი ტურისტი ეწვია, რომელთა მომსახურებამ უკრაინას თითქოს თვალი აუხილა: მაშინ, როცა პარლამენტარები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაუთავებლად ბჭობენ და კინკლაობენ, თუ რომელ ენაზე მართონ ქვეყანა - რუსულად თუ უკრაინულად - ქვეყანაში მათი ყოველგვარი ჩარევის გარეშე ინგლისური ენის დაუფლების აუცილებლობაში რწმუნდებიან, განსაკუთრებით - საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების დასამყარებლად და განსამტკიცებლად.
უკრაინელთა ნაწილმა სიტუაციას ალღო სწრაფად აუღო, უფრო მათ, ვინც ტურიზმის ბიზნესით არიან დაკავებულნი და საქმეს რამდენიმე ენაზე აწარმოებენ. მათ შორისაა არსენი ფინბერგი, პროექტის „საინტერესო კიევი“ ორგანიზატორი:
„ინგლისურად მოლაპარაკე გიდების მეშვეობით ბევრ ექსკურსიას ვაწყობთ. თუმცა, ეს საკმაოდ არაორგანიზებულად ხდება. ტურების უმრავლესობის დაგეგმვა ინდივიდუალურად ხდება და კიევში უკვე ჩამოსული მოგზაურების მიერაა დაკვეთილი“.
უკრაინის დედაქალაქში ინგლისური თანდათან უფრო მკვიდრდება. მეტროს სადგურებზე დღეს უკრაინულ-რუსული წარწერები უკრაინულ-ინგლისური სახელებით არის შეცვლილი. საგზაო ნიშნებიც ასევე გამოიყურება. კაფეების და რესტორნების მენიუებში ინგლისური დასახელებები ჩაემატა.
“შარშანაც ვიყავი აქ და ყველაფერი უკრაინულად იყო. ახლა ინგლისური ნიშნები და წარწერებიც გაჩნდა. მეტროში მიკროფონით გამოცხადებაც უკრაინულად და ინგლისურად კეთდება. ქალაქს ნამდვილად ეტყობა, რომ უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად არის“ -ამბობს, კატერინა, შვედი ტურისტი.
უკრაინელთა დიდი ნაწილი განცვიფრებულია იმით, რომ ევრო-2012-ზე ჩამოსული ტურისტების უმეტესი ნაწილი ინგლისურს სრულყოფილად ფლობს, თუმცა ის მათთვის მშობლიური ენა არ არის. ბაზარი აშკარად საკუთარ წესებს აკანონებს, მოითხოვს რა შრომითი ძალისგან სულ ცოტა სამი ენის ფლობას - აღიარებენ მოხალისეები, რომლებიც ფეხბურთის ჩემპიონატს ემსახურებიან.
“ინგლისური ენა სავალდებულო ხდება. უკვე არავითარი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სფეროში ხარ დაკავებული. ყველაფერი ინგლისურს უკავშირდება“ - ამბობს ტატიანა, ევრო-2012-ის მოხალისე. კატერინა კი დასძენს, რომ ინგლისურის საყოველთაობა ეჭვს აღარ იწვევს:
„იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ინგლისურს ფლობს, ელვის სისწრაფით იზრდება. ვინც აქამდე არ იცოდა, ეხლა იწყებს ენის კურსებზე სიარულს. ინგლისური დღეს თითქმის ყველამ იცის“.
კიევში ტურისტთა მოზღვავების შედეგად რიგითი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, ვისაც ინგლისური ენის მნიშვნელობა ადრე არ ესმოდა, უფრო თვალნათლივ დაინახა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინგლისური უკრაინაში ფეხს კიდევ უფრო დიდი სისწრაფით მოიკიდებს.