აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკის სტიმულირების ახალი გეგმა აამოქმედა მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების პროგნოზით, ეკონომიკის მაჩვენებლების ზრდაა მოსალოდნელი.
ფედერალური სარეზერვო ბანკი მზადაა გადაიხადოს 40 მილიარდი დოლარი ბანკების მიერ უძრავი ქონების იპოთეკური სესხების გაცემის დასაზღვევად და სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებისთვის. სარეზერვო ბანკის განცხადებით, შეერთებული შტატები - მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა - წელს მხოლოდ 2%-იანი ეკონომიკური ზრდით შემოიფარგლება. სავარაუდოდ, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 3%-მდე გაიზრდება, ხოლო 2014 წელს მატებამ 3.8 უნდა შეადგინოს.