შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანია ფართოდ განიხილება როგორც რეფერენდუმი, რომელიც ბარაკ ობამას მიერ რთული ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტის, მაიკლ ბოუმენის ინფორმაციით, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, მიტ რომნის კამპანია წარსულის რიტორიკულ ტაქტიკას იყენებს, რაც მკაცრი ეკონომიკური პირობებით საყოველთაო უკმაყოფილების გაღრმავებას ითვალისწინებს.
რესპუბლიკელი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის, პოლ რაიანის თქმით, ბარაკ ობამა ვერ დაფარავს მისი ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობას.
„ჩვენ ვერ მოვისმენთ მტკიცებულებებს და ფაქტებს იმის შესახებ, თუ რამდენად გაუმჯობესდა ადამიანების ყოფა ((პრეზიდენტ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში)). თქვენ ხედავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მოღვაწეობა ამას არ ადასტურებს.”
ეს არგუმენტი გამოძახილია შეკითხვისა, რომელიც რონალდ რეიგანმა დასვა თავის საპრეზიდენტო კამპანიისას 1980 წელს, რომლის დროსაც მან მაშინდელი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი დაამარცხა.
„დღეს უკეთესად ცხოვრობთ, ვიდრე ოთხი წლის წინ?” - განაცხადა რონალდ რეიგანმა.
რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ ამომრჩევლები წელს ანალოგიურ განაჩენს გამოიტანენ. ეს შეკითხვა ნიუ იორკელი მცირე მეწარმის მდგომარეობას ეხმაურება.
„ამ ეტაპზე, ბიზნესი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება. უკიდურესად ნელი ტემპით. ხალხს ფული არ აქვს, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი,” - ამბობს ნიუ იორკელი ბიზნესმენი, ჯავადი.
თუმცა, აქ აზრთა სხვადასხვაობა იგრძნობა.
„ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, ზოგიც ამბობს, რომ, პირიქით, გაუარესდა. მე რას ვფიქრობ? გზაზე სირთულეები გვხვდება; ალბათ, შეგვიძლია ცოტათი უფრო უკეთესადაც ვიყოთ,” - ამბობს მიჩიგანელი ამომრჩეველი, დეივ შინგელსი.
დემოკრატების მტკიცებით, უმუშევრობის დღეს არსებული მაღალი მაჩვენებელი და ნელი ტემპით მიმდინარე ეკონომიკური ზრდა იმ ღრმა კრიზისის მძიმე შედეგია, რომელიც ობამას გაპრეზიდენტებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყო - მაშინ, როდესაც რესპუბლიკელები იყვნენ ქვეყნის სათავეში. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ამბობს:
„პრეზიდენტმა ობამამ ქვეყნის მართვა გაცილებით სუსტი ეკონომიკის პირობებში დაიწყო, ვიდრე მე. ვერცერთი პრეზიდენტი - ვერც მე და ვერც ნებისმიერი ჩემი წინამორბედი ვერ შეძლებდა ყველა ამ სირთულის მოგვარებას ოთხ წელიწადში.”
ამ მოსაზრებას ეთანხმება მერილენდის ამომრჩეველი, ბილ დენისი.
„ბოლო ოთხი წლის მანძილზე ეკონომიკა დასტაბილურდა. ვფიქრობ, ამ მომენტამდე ის თავისუფალი ვარდნის პირობებში იყო. უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ვითარება, მაგრამ, ასევე, შესაძლებელია, გაცილებით უარეს ვითარებაშიც აღმოვჩენილიყავით.”
ეკონომისტის, გარი ჰუფბაუერის თქმით, ამ დავას ზურგს გაუანალიზებელი მონაცემები უმაგრებს.
„ბირჟა ახლა იმ კონდიციას დაუბრუნდა, რომელშიც ადრე იყო, ანუ მოუახლოვდა იმ მდგომარეობას, როდესაც მწვერვალზე იმყოფებოდა. სამუშაო ადგილებიც ზომიერი ტემპით იქმნება,” - აცხადებს გარი.
თუმცა, ბევრია ისეთი ამერიკელი, რომლებიც თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჯერ კიდევ უნდა ელოდონ.
„ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ხელფასები არ მომატებულა და უმუშევრობაც ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. მოლოდინის მიუხედავად, ვითარება არცთუ ისე კარგია,” - ამბობს გარი ჰუფბაუერი პეტერსონის ინსტიტუტიდან.
დასჯიან თუ არა პრეზიდენტ ობამას ამომრჩევლები არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო?
„ადამიანების უმრავლესობისთვის, ვფიქრობ, [ვითარება] ძალიან მძიმეა,” - ამბობს ვირჯინიის მკვიდრი, ბენ ფორნაპფელი.
თუ აღიარებენ მის დამსახურებას ხალხის დახმარების საქმეში, გაუმკლავდნენ გამანადგურებელ ფინანსურ კრიზისს?
„ვთვლი, რომ ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო,” - აცხადებს ნიუ იორკის ამომრჩეველი.
რესპუბლიკელები და დემოკრატები ფსონს დებენ, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი მათ გამარჯვებას მოუტანს.