ამინდის პროგნოზირების ცენტრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში უახლოეს დღეებში ამინდის გამოსწორებას არ ელიან. შაბათიდან მოყოლებული ყინვებისგან 36 ადამიანია დაღუპული. ამავე ცენტრების პროგნოზით, ტემპერატურა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში -30 გრადუსზე დაფიქსირდა, კიდევ უფრო დაიწევს დაბლა.
უკრაინის პოლიციის განცხადებით, ყინვებისგან ქვეყნის მასშტაბით 18 ადამიანი გარდაიცვალა. მათაგნ, უმეტესობა უსახლკარო იყო. პოლონეთში დაღუპულია 10 ადამიანი. არის მსხვერპლი ბულგარეთსა და რუმინეთშიც.