7 მარტს, საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის ხანის ბომბის აღმოჩენამ დილის მიმოსვლა შეაფერხა. ინციდენტი პარიზის გადატვირთულ მატარებლის სადგურ Gare du Nord-ზე მოხდა.
ინფორმაცია საფრანგეთის ეროვნულმა სარკინიგზო კომპანია TER-მა გაავრცელა. "მეორე მსოფლიო ომის პერიოდის აუფეთქებელი ბომბი ლიანდაგებთან აღმოაჩინეს", - დაწერა TER-მა სოციალური მედიის პლატფორმა "X"-ზე.
შეფერხება გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ მეტროებზე, ასევე ეროვნული და საერთაშორისო მატარებლების განრიგზე. სარკინიგზო კომპანიის საიტზე ნათქვამია, რომ მომხდარის გამო, მინიმუმ 3 მატარებელი დაგეგმილ მარშრუტს ჩამორჩება.
საერთაშორისო სარკინიგზო კომპანიასა და საფრანგეთის პოლიციას დამატებითი განმარტება ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.