ცნობილი მუსიკოსი და "გოუ-გოუ"-ს სტილის ნათლიმამად წოდებული მომღერალი ჩაკ ბრაუნი 75 წლის ასაკში ფილტვების ანთების გართულებით გარდაიცვალა. გასული საუკუნის 70 -ინ წლებში ბრაუნმა შექმნა ახალი მიმდინარეობა, რომელიც წარმოადგენდა ფანკის, სოულის და ლათინური მუსიკის ნაზავს. ამ კომბინაციას "გოუ-გოუ" დაერქვა, რაც ჩაკ ბრაუნის განმარტებით, მთელი ღამე განუწყვეტელ მუსიკას ნიშნავს. ამ სტილის ჟღერადობამ თავი დაიმკვიდრა ისეთი სიმღერებით, როგორიცაა- “Bustin' Loose”, რომელიც ჩაკ ბრაუნმა თავის ჯგუფთან "The Soul Searchers"-თან ერთად შექმნა.
"გოუ-გოუ" გახდა ვაშინგტონის სავიზიტო ბარათი და ჩაკ ბრაუნიც ხშირი მასპინძელი იყო სხვადასხვა ღამის კლუბებსა თუ კონცერტებზე.