ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრეფიკინგის შემთხვევები ჩინეთში


იატაკქვეშა ტრეფიკინგის წრეებმა ერთი შვილის ყოლის წესი საკუთარი სარგებლის მიზნით გამოიყენეს

ჩინეთში სასამართლომ, განაჩენის სისრულეში მოყვანის გადავადებით, სიკვდილი მიუსაჯა ექიმს, რომელსაც ბრალი ედებოდა შვიდი ახალშობილის მოპარვაში და ადამიანების ტრეფიკინგით დაკავებული პირებისთვის მათ მიყიდვაში.

ჩინეთის ჩრდილოეთ, შაანქსის პროვინციის ვეინანის სასამართლომ გამოიტანა ეს განაჩენი, რომელიც ჩინეთში, როგორც წესი, სამუდამო პატიმრობას ნიშნავს.

შანგ შუქსიამ, რომელმაც პროვინციის საავადმყოფოში მიიღო მშობიარობა, სასამართლოში აღიარა შვიდი ჩვილის ტრეფიკინგი.

55 წლის მეანი-გინეკოლოგი ქალბატონს ბრალი ედებოდა იმაში, რომ ატყუებდა მშობლებს, თითქოს ახალშობილებს თანდაყოლილი სერიოზული დეფექტი ჰქონდათ და არწმუნებდა უარი ეთქვათ ჩვილებზე.

ექვსი ჩვილი დაიბრუნეს, მაგრამ ერთი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 165 დოლარად გაყიდეს.

ჩვილებით ვაჭრობა ჩინეთში დიდი პრობლემაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ერთი შვილის ყოლის წესმა წარმოშვა მოთხოვნა, რომელიც იატაკქვეშა ტრეფიკინგის წრეებმა გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG