ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო-ტრეფიკინგის დარგში მეორე კალათა


ყოველწლიური ანგარიში სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარმოადგინა

2013 წლის 19 ივნისს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის სფეროში ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარმოადგინა. ანგარიშის გამოქვეყნებას სახელმწფო დეპარტამენტს ამერიკის კონგრესი ავალდებულებს.

ამ ეტაპზე, მსოფლიოში 27 მილიონი ადამიანი თანამედროვე ფორმის მონობის, ანუ -ტრეფიკინგის- მსხვერპლია. ანვარიში 188 ქვეყნის მონაცემები შეფასდა. რუსეთი და ჩინეთი ანგარიშში ყველაზე ქვედა, მესამე კალათში გადანაცვლდა. საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა და ქვეყანა მეორე გადავიდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო ქალებისა და გოგონების ტრეფიკინგის, ასევე ქალებისა და მამაკაცების იძულებითი შრომის სატრანზიტო ქვეყანას, ასევე წყაროსა და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს.

აქ ნათქვამია, რომ ქალები და გოგონები საქართველოდან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს ტერიტორიაზევე ხდებიან. ანგარიშში ხაზგასმით არის გამოყოფილი, რომ ქართველი ქალების გაყვანა თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში,მეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში ხდება. ქალები უზბეკეთიდან და ასევე შესაძლოა სხვა ქვეყნებიდან იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან ტურისტულ ზონებში- ბათუმსა და გონიოში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოელი ქალები საქართველოს ტერიტორიაზე პროსტიტუციით იყვნენ დაკავებული 2012 წლის მანძილზე საუნებში, სასტუმროებში, და ღამის კლუბებში. დოკუმენტში ასევე საუბარია უცხოეთის ქვეყნებს მოქალაქეების გამოყენებაზე სოფლის მეურნეობის სექტორში, სამშენებლო თუ სხვა ბიზნესებში.
„საქართველოს ხელისუფლება სრულად ვერ იცავს ადამიანთა ვაჭრობის აღკვეთის მინიმალურ სტანდატრებს, თუმცა ეწევა მნიშვნელოვან ძალისხმევს მასთან ჰარმონიზაციის მიზნით“,- ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით, შარშან შემცირდა სამართალდამცავთა ძალისხმევა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს უფრო ეფექტური ზომები ტრეფიკინგის აღმოსაჩენად და პოტენციურ მსხვერპლთა გამოსავლენად.
„საქართველოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, საანგარიშო პერიოდში დაადასტურა თავისი ერგულება ადამიანთა ტრეფიკინგთან საბრძოლველად და დაასრულა საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაც, რომელსაც პრეზიდენტმა 2013 წლის მარტში მოაწერა ხელი“-ნათქვამია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან ერთად მეორე კალათში მოხვდნენ ის ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტის მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ მნიშვნელოვან ძალისხმევას ეწევიან ამ სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით.
XS
SM
MD
LG