შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი ობამა რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა ვიდრე „ალ-ყაიდას“ ლიდერის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას გასცემდა. პრეზიდენტის მრჩევლების აზრიც ორად იყო გაყოფილი თუ რომელი ვარიანტი აჯობებდა. პრეზიდნეტი ობამა არ დათანხმდა მოსაზრებას საჰარეო დარტყმის შესახებ. ეს ვარიანტი მართალია შეამცირებდა ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის რისკს, თუმცა ოპერაციის შემდეგ ძნელი გასარჩევი დასადასტურებელი იქნებოდა ბინ ლადენის განადგურება. კიდევ ერთი ვარიანტი რომელსაც პრეზიდენტი ობამა განიხილავდა მოცდა და ბინ ლადენის თავშესაფრისთვის თვალყურის დევნება იყო. საბოლოო გადაწყვეტილება ოპერაცის დაწყების შესახებ პრეზიდენტმა ობამამ პარასკევს მიიღო. ობამას ადმინისტრაციის ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის ჯონ ბრენანის განცხადებით, ასევე არსებობდა გეგმა ბინ ლადენის ცოცხლად შეპყრობის შესახებ. მისი თქმით, 40 წუთიანი პერიოდი,როდესაც ბრძოლა მიმდინარეობდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელებისთვის ძალზედ მღელვარე წუთები იყო - პრეზიდენტ ობამას ჩათვლით, რომელიც ოპერაციას თეთრი სახლის სიტუაციათა ოთახიდან აკვირდებოდა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1