ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცოპერაციის შეფასებები


სპეცოპერაციის შეფასებები
სპეცოპერაციის შეფასებები

მსოფლიოს ლიდერები ბინ ლადენის ლიკვიდაციას ეხმაურებიან

ბინ ლადენის ლიკვიდაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები გამოეხმაურნენ. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმნიშვნელოვანესი მიღწევა უწოდა. 2001 წლის 11 სექტემბერს როდესაც ალ-ყაიდამ ამერიკაში ტერაქტები მოაწყო პრეზიდენტი სწორედ ჯორჯ ბუში იყო. ჩატარებულ ოპერაციას ასევე დადებითი შეფასება მისცა ექსპრეზიდენტმა ბილ კლინტონმა. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, ამ ოპერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ომი ტერორიზმის წინააღმდეგ მხოლოდ ავღანეთში არ მიმდინარეობს. ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით კი მას აშფოთებს ის ფაქტი, რომ ტერორისტებმა თავშესაფარი პაკისტანის ტერიტორიაზე იპოვეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განხორციელებულ სპეცოპერაციას მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ეს ბევრი ადამიანისთვის შვების მომტანია. საფრანგეთის პრეზიდენტმაც ნიკოლა საროკოზიმ ბინ ლადენის ლიკვიდაცია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ გამარჯვებად შეაფასა. ბინ ლადენის ლიკვიდაციას გამოეხმაურება მოჰყვა ახლო აღმოსავლეთშიც. თურქეთის ლიდერმა აბდულა გულმა განაცხადა, რომ ტერორისტები თანდათანობით მარცხდებიან. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ალ-ყაიდას სამიზნეთა შორის ირიცხებოდა, ბინ-ლადენის ლიკვიდაციას გამარჯვება უწოდა. საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით ბინ ლადენის სიკვდილი ხელს შეუწყობს ანტიტერორისტული საქმიანობის გაძლიერებას. ბინ ლადენის ლიკვიდაცია დაგმო პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა.“ მოძრაობის ლიდერების განცხადებით ბინ ლადენი „წმინდა მეომარი“ იყო. ბაჰრეინის, ქუვეიტის და არაბთა გაერთიანებული საემიროების მინისტრებმა კომენტარზე უარი განაცხადეს.

XS
SM
MD
LG