ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი აკრიტიკებს თურქეთის გადაწყვეტილებას სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გააკრიტიკა თურქეთის მიერ სტამბოლის კონვენციის დატოვება. სტამბოლის კონვენცია ევროპული ქვეყნების მიერ შედგენილი შეთანხმებაა, რომელიც ქალებს ოჯახში ძალადობისგან იცავს.

განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, ბაიდენმა თურქეთის ნაბიჯს „გაუმართლებელი“ და „ღრმად გამაწმბილებელი“ უწოდა.

„ქვეყნები ერთად უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ განაახლონ და გააძლიერონ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და არ უარყოფნდნენ შეთანხმებებს, რომელიც ქალების დასაცავადაა შემქნილი“,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

„ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის დასრულებისთვის მებრძოლი საერთაშორისო მოძრაობისთვის, ეს უკან გადადგმული გულსატკენი ნაბიჯია“,- ვკითხულობთ ბაიდენის განცხადებაში.

2011 წელს, თუქრეთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც ეს შეთანხმება მიიღო.

მიუხედავად ამ ფაქტისა, ერდოღანმა, კვირას, გადაწყვეტილება მიიიღო, თურქეთს სტამბოლის კონვენცია დაეტოვებინა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ერდოღანი და მისი პოლიტიკური თანამოზარეები ამკტიცებდნენ, რომ კონვენცია ქვეყნის კონსერვატიულ პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებდა.

„ეს ჩვენ ყველას გულს გვტკენს და ჩვენ ყველამ უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოებები, სადაც ქალებს ექნებათ საშუალება, რომ ძალადობის გარეშე იცხოვრონ“,- განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG