პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის, კოვიდ-19 შემთხვევების რიცხვმა პარასკევს 2 მილიონს გადააჭარბა.
სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ პანდემიის დასაწყისიდან, 38 მილიონიან მოსახლეობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2,010,244 და გარდაცვალების 48,807 შემთხვევა აღირიცხა.
პოლონეთმა ერთ მილიონიან ზღვარს დეკემბრის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პანდემიის მეორე ტალღა შენელდა, მაგრამ ბოლო ხანს შემთხვევების მყარი და მკვეთრი ზრდა აღინიშნა. ასეთი ზრდა, მეტად გადამდები ვირუსის ახალმა ვარიანტმა გამოიწვია, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს.
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა პარასკევს თქვა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი პოლონეთში აღრიცხული შემთხვევების 60 პროცენტს უკავშირდება და მალე შემთხვევების 80 პროცენტზე იქნება პასუხისმგებელი.
პარასკევს, პოლონეთმა კორონავირუსის 25,998 ახალი შემთხვევის და “კოვიდ”-თან დაკავშირებული 419 გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი სულ 86,100 ტესტირება ჩატარდა.
წინა დღეს 27,278 შემთხვევა აღირიცხა, რაც ამ წელიწადში ყველაზე დიდი რიცხვი იყო.
Facebook Forum