ჩინეთში მილიარდერების რაოდენობა გაორმაგდა და 115-ს მიაღწია. ეს მონაცემები ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა. ჩინეთის ყველაზე მდიდარ ადამიანად რობინ ლი დასახელდა. ის ინტერნეტის საძიებო სისტემის „ბაიდუს“ მფლობელია და მისი ქონება 9 მილიარდ დოლარს აღწევს. „ფორბსის“ სიაში რობინ ლიმ 95-ე ადგილი დაიკავა. ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს 1 210 მილიარდერის სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე მექსიკაში ტელეკომუნიკაციების მაგნატი კარლოს სლიმი გავიდა, მას 74 მილიარდის ქონება გააჩნია. ბილ გეითსმა 56 მილიარდით მეორე უმდიდრესი ადამიანის ტიტული მოიპოვა.
პოპულარული
1