ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ამერიკელებს მიმართავს


ობამა ამერიკელებს მიმართავს
ობამა ამერიკელებს მიმართავს

დღეს, ბარაკ ობამა ამერიკელებს მიმართავს და ავღანეთში ამერიკის სამხედრო კონტიგენტის შემცირების შესახებ გააკეთებს განცხადებას.

პრეზიდენტი პირველ ეტაპზე ჯარისკაცების 10 პროცენტით შემცირებას გამოაცხადებს.

ოფიციალური პირების ვარაუდით, 2012 წლის ბოლომდე ამერიკული სამხედროების რაოდენობა ავღანეთში კიდევ 20, 000 ჯარისკაცით შემცირდება.

თუმცა თეთრი სახლის პრეს მდივანმა ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ დღეს ობამა დააკონკრეტებს მისეულ ხედვას, თუ როგორ მოხდება 2009 წელს გამოცხადებული სტრატეგიის განხორციელება ავღანეთში. მაშინ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ავღანეთში ამერიკელების დამატებითი კონტიგენტი- 30, 000 ჯარისკაცი გაიგზავნა და პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ჯარების გამოყვანა 18 თვეში დაიწყებოდა.

ამ ფონზე, კონგრესში უცხოეთში გადახდილ ომებში გაწეულ ფინანსურ დანახარჯებზე მსჯელობენ. ამერიკას ამ ეტაპზე ავღანეთში 100, 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. მედია საშალებების ცნობით, აშშ ყოველთვიურად 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს იქ წარმოებულ ომზე.

სავარაუდოდ, აშშ პრეზიდენტი დღეს ასევე გაიმეორებს ამერიკისა და ნატოს გადაწყვეტილებას ავღანეთში უსაფრთხოების სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ავღნელებს გადააბარონ 2014 წლის ბოლომდე. ნახეთ ჩვენი ფოტო-გალერეა, სადაც ქრონოლოგიურად მიადევნებთ თვალს ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს.

XS
SM
MD
LG