დღეს ვარშავაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. ვარშავის ეროვნულ სტადიონზე, რომელიც 100 000 მაყურებელს იტევს, პოლონეთის და საბერძნეთის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 1 ივლისს კიევში გაიმართება. ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატში 16 ნაკრები მონაწილეობს.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ჩემპიონატის ბოიკოტით ემუქრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო.