ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიპიმ დღემდე 6 მილიარდი დოლარი დახარჯა


ბიპიმ დღემდე 6 მილიარდი დოლარი დახარჯა
ბიპიმ დღემდე 6 მილიარდი დოლარი დახარჯა

თანხის დიდი ნაწილი სათადარიგო ჭაბურღილის გათხრას მოხმარდა.

"ბრითიშ პეტროლიუმის" განცხადებით, მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვასთან დაკავშირებით კომპანიამ დღემდე დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი დახარჯა.

ამ თანხის ნაწილი ყურეში მცხოვრებ ხალხს დაურიგდა და გაჟონილი ნავთობის წყლის ზედაპირიდან მოგროვებას მოხმარდა.

თანხის დიდი ნაწილი კი სათადარიგო ჭაბურღილის გათხრას და იმ პროცედურის დასრულებაზე დაიხარჯა, რომლის შედეგადაც გასულ კვირას ჭაბურღილის ცემენტით ამოვსება გახდა შესაძლებელი.

ამერიკის მთავრობის წარმომადგენელების განცხადებით, "ბრითიშ პეტროლიუმი" მიმდინარე კვირაში დაიწყებს ავარიული ჭაბურღილის ცემენტით სამუდამოდ დალუქვის ოპერაციას.

XS
SM
MD
LG