ბრიტანელ დიპლომატთა ჯგუფი, რომელშიც სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები შედიოდნენ, ქალაქ ბენ ღაზიში მეამბოხე ლიბიელებმა ცოტა ხნით დააკავეს. საბოლოოდ ჯგუფმა მშვიდობიანად მოახერხა ლიბიის დატოვება. ბრიტანეთის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაზღვრული სიძნელეების დაძლევის შემდეგ დიპლომატთა ჯგუფმა მოახერხა ლიბიის დატოვება. განცხადებაში არაფერია ნათქვამი სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლთა ამ ჯგუფში ყოფნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა გაზეთმა "სანდი თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლიბიელმა მეამბოხეებმა პარასკევს ბრიტანეთის სპეცდანიშნულების 8 მებრძოლი და ბრიტანელი დიპლომატი დააკავეს. ისინი საიდუმლო მისიით იმყოფებოდნენ მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე და ამ მებრძოლებს დავალებული ჰქონდათ ბრიტანელი დიპლომატის შეხვედრის ორგანიზება მეამბოხეებთან. როგორც გაზეთშია ნათქვამი. მეამბოხეები გააღიზიანა ლიბიის ტერიტორიაზე უცხოელ ჯარისკაცთა გამოჩენამ, რადგანაც მოამარ კადაფიმ შეიძლება გამოიყენოს ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ და ხალხს უცხოელებთან ბრძოლის საბაბით მის მხარეზე დადგომისკენ მოუწოდოს.
ბრიტანელ დიპლომატთა ჯგუფი რომელშიც სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები შედიოდნენ ქალაქ ბენ ღაზიში მეამბოხე ლიბიელებმა ცოტა ხნით დააკავეს. ჯგუფმა ლიბიის დატოვება მშვიდობიანად მოახერხა
ამავე თემაზე
პოპულარული
1