ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა: ლიბია დემოკრატიას ააშენებს


პანეტა: ლიბია დემოკრატიას ააშენებს
პანეტა: ლიბია დემოკრატიას ააშენებს

პენტაგონის შეფმა ლიბიის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა დაადასტურა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ლიბიის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა დაადასტურა. მან ეს განცხადება დღეს, ლიბიაში ვიზიტისას გააკეთა. პენტაგონის ხელმძღვანელმა ლიბიის ლიდერებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში ამერიკის მხარდაჭერა შესთავაზა. ლიბიაში ვიზიტისად პანეტამ შეხვედრები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდურაჰმან ელ-ქეიბთან და თავდაცვის მინისტრთან. პანეტას ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ლიბიას ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. შეხვედრის შემდეგ ლეონ პანეტამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ლიბიამ უნდა განსაზღვროს, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროება საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

XS
SM
MD
LG