ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა ავღანეთში ჩავიდა


პანეტა ავღანეთში ჩავიდა
პანეტა ავღანეთში ჩავიდა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ავღანეთს ეწვია. მისი ვიზიტის მიზანი ავღანეთში მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შეფასებაა. პანეტა ქაბულში დღეს ჩაფრინდა და ის ავღანეთის ოფიციალურ პირებთან და ამერიკის სამხედრო სარდლობასთან გამართავს შეხვედრებს. ქაბულში გამგზავრებამდე, პანეტამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ავღანეთის სამხედრო ძალები და პოლიცია უკეთ არიან მომზადებულები, რათა კოალიციის ძალების თანდათანობით გაყვანის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვაზე სრულად აიღონ პასუხისმგებლობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ავღანეთს 10 ათასი ჯარისკაცი დატოვებს. ხოლო მომავალი წლის ოქტომბრისთვის კი ავღანეთიდან 23 ათასი ამერიკელი სამხედრო გავა.

XS
SM
MD
LG