შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებით,ტროპიკული ქარიშხალი "ალექსი" ძალას იკრებს და მექსიკის ყურეს უახლოვდება.
ქარიშხალი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით საათში 85 კილომეტრის სიჩქარით მიექანება და ხვალ იუკატანის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ მექსიკასა და გუატემალაში ძლიერ წყალდიდობებსა და მეწყერებს გამოიწვევს.
შეგახსენებთ,რომ დღემდე ქარიშხალს სალვადორსა და გვატემალაში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.