ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციური ძალები ლიბიაში განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას


კოალიციური ძალები ლიბიაში განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას
კოალიციური ძალები ლიბიაში განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას

აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს ავიადარტყმები ლიბიის სამთავრობო ძალებზე.

აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს ავიადარტყმები ლიბიის სამთავრობო ძალებზე, რის შედეგადაც შეჩერდა შეტევა მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ქალაქ ბენღაზიზე. ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი აცხადებს, რომ ლიბია დაამარცხებს მტრულ ქრისტიანულ სახელმწიოფოებს. როგორც აშშ-ს ვიცე-ადმირალმა უილიამ გორტნიმ განაცხადა საჰაერო დარტყმების შედეგად პრაქტიკულად შეწყვიტა მოქმედება კადაფის ძალების საზენიტო სისტემამ. მეამბოხეთა ძალებმა გადაჯგუფება დაიწყეს, მას შემდეგ რაც კოალიციურმა ავიაციამ ბენღაზის შორიახლოს ლიბიის ჯარის ჯავშანტრანსპორტიორები გაანადგურა. როგორც თვითმხოლველები და ოპოზიცია აცხადებენ მეამბოხეთა ძალებმა უკვე დაიწყეს მოძრაობა ქალაქ აჯდაბიასკენ, რომელიც გასულ კვირას მეამბოხეებმა დაკარგეს.

XS
SM
MD
LG