აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ამერიკელებს ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად განვითარებადი ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდებს. ამ განცხადებით, ჯორჯ ბუში უმცროსი ეთიოპიაში შიდსის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვიდა. ბუშის განცხადების მთავარი ადრესატი ამერიკელი კანონმდებლები და გადასახადების გადამხდელები იყვნენ.
ეთიოპიაში მიმდინარე ხუთდღიან კონფერენციას 3000-მდე დელეგატი ესწრება.