ტროპიკული ქარიშხალი „ალექსი“ იუკატანის ნახევარკუნძულის უახლოვდება.შეერთებული შტატების ქარიშხლის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით, მისი სიჩქარე საათში 65 კილომეტრს აღწევს.
თუმცა, მეტეოროლოეგბი დღეისთვის ქარიშხლის შესუსტებას ვარაუდობენ, რის შემდეგაც ხვალ ქარიშხალი ისევ გაძლიერდება და მექსიკის ყურეში იქროლებს. ქარიშხლების შემსწავლელი ცენტრი ბელიზის და იუკატანის ნახევარკუნძულის მოსახლეობას სტიქიის მოახლოების შესახებ აფრთხილებს.