ამერიკის ცენტრალურ შტატებს დღეს ათობით ქარბორბალა დაატყდა თავს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი ადამიანი.
ოფიციალური პირების განცხადებით, ყველაზე ძლიერი ტორნადო ქალაქ ვუდვოორდში მოხდა. კანზასის, აიოვას, ნებრასკასა და ოკლაჰომას შტატებში შაბათს 60-მდე ტორნადო დაფიქსირდა.
მეტეოროლოგების ცნობით, ექსტრემალური ამინდი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. სავარაუდოდ დღეს ტორნადოები ამერიკის სამხრეთში მდებარე ტეხასის შტატში დაიწყება და უკიდურეს ჩრდილოეთში, კანადის საზღვრამდე მიაღწევს.