სირია ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დამასკოში ორი ავტომობილის აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო მედია საშუალებები იუწყებიან, რომ 100 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქება პოლიციისა განყოფილებასა და სადაზვერვო სააგენტოს შენობასთან მოხდა.
პასუხისმგებლობა არავის უკისრია. თუმცა, სირიის ოფიციალური პირები მთავრობის მოწინააღმდეგე მხარეს, ტერორისტებს ადანაშაულებენ. ხვალ გაეროს ექსპერტები სირიაში ოფიციალური ვიზიტით მიმეგზავრებიან. მხარეები ქვეყანაში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებაზე იმსჯელებენ.
გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კოფი ანანიმ გაეროს უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ სირიის პოლიტიკური არეულობის მშვიდობიან მოგვარებას დიდი სიფრთხილე სჭირდება. მან იქვე დასძინა, რომ ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი შეიძლება რეგიონისთვის კატასტროფული შედგეით დასრულდეს.