ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში ციკლონს ელოდებიან


ავსტრალიაში ციკლონს ელოდებიან
ავსტრალიაში ციკლონს ელოდებიან

ქარის სავარაუდო სიჩქარე კი საათში 280 კმ იქნება.

ავსტრალიის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქვინსლენდის შტატში საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობა ციკლონის მოლოდინშია.

მეტეოროლოგების პროგნოზებით, ციკლონი "იასი" ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს. ქარის სავარაუდო სიჩქარე კი საათში 280 კმ იქნება.

სანაპირო ზოლთან ახლოს მცხოვრებ 9 ათას ადამიანს მთავრობამ სავალდებულო ევაკუაცია უბრძანა.

ადგილობრივი ავიახაზები გაძლიერებული გრაფიკით მუშაობენ იმ ხალხის ავსტრალიის სხვა ქალაქებში გადასაყვანად, რომლებიც ციკლონისგან თავის დახსნას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG