ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ნატოს ალიანსი ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანას 2014 წლის ბოლოს დაასრულებს.

ავღანეთის წარმომადგენელთა განცხადებით, შაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ხოსტის პროვინციაში, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ექვსი.

თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ალი შერის რაიონში, პაკისტანის საზღვართან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან აამოქმედა. პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

აფეთქება წინ უძღოდა ჩიკაგოში ნატოს სამიტს, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ავღანეთის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ.

ალიანსი ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანას 2014 წლის ბოლოს დაასრულებს.

XS
SM
MD
LG