გერმანიის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი ავღანეთს ეწვია. ის ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდა. მათ ბონში დაგეგმილი კონფერენციის ჩატარების დეტალები გახილეს. ავღანეთის საკითხზე გერმანიაში კონფერენცია დეკემბერში უნდა გაიმართოს.
გერმანიის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ავღანეთის „მეგობრად და პარტნიორად“ დარჩება, მას შემდეგაც რაც 2014 წლიდან საერთაშორისო კოალიციის ძალები ავღანეთს დატოვებენ. ავღანეთში 5000 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰაამიდ კარზაიმ იმედი გამოთქვა, რომ გერმანიაში გამართული კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ავრანეთში სტაბილურობის საქმეში.