ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი - ნატოს სამიტის მთავარი თემა


ავღანეთი - ნატოს სამიტის მთავარი თემა
ავღანეთი - ნატოს სამიტის მთავარი თემა

მოსკოვი მზად არის ნატოს სხვადასხვა საკითხებში დახმარების ხელი გაუწოდოს.

ქალაქ ლისაბონში 19 ნოემბერს ნატოს სამიტი იწყება. სამიტს ნატოსა და ევროკავშის წევრი ქვეყნები და რუსეთი დაესწრება. როგორც ობამას ადმინისტრაცია აცხადებს სამიტზე ავღანეთში ნატოს როლზე, რუსეთთან ურთიერთანამშრომლობაზე და ნატოს მომავალ პროექტებზე იმსჯელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე ამერიკის შუალედური არჩევნების შედეგები დღის წესრიგში არ დგას, სავარაუდოდ სამიტის მონაწილეები ამ თემას მაინც განიხილავენ.

როგორც პოლიტოლოგი ჯეიმს გოლდიერი ამბობს, სამიტის მონაწილეებს აინტერესებთ, თუ რა ზეგავლენას მოახდენს შუალედური არჩევნების შედეგები ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკაზე:

"მე ვფიქრობ, რომ სამიტზე აშშ-ს მოკავშირე ქვეყნები და რუსეთი ეცდებიან გაარკვიონ ამერიკაში არსებული პოლიტიკური ვითარება და საგარეო საკითხებში რესპუბლიკელების პოლიტიკური შეხედულებები."

თუმცა ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიკლ ოჰანლონი აცხადებს, რომ ბარაკ ობამა გლობალურ საკითხებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს:

"აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამა ზესახელმწიფოს პრეზიდენტი და პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარული ფიგურაა."

სამიტის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვან თემას ასევე რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემა წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ რუსეთი სასტიკი წინააღმდეგი იყო ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული რაკეტსაწინაღო სისტემის ევროპაში განლაგებისა. თუმცა ობამას ადმინისტრაციამ ეს პროექტი დროებით გვერდზე გადადო და ყურადღება ირანის ბირთვულ ამბიციებს მიაპყრო.

ჯეიმს გოლდგიერი აცხადებს, რომ ბარაკ ობამას სურს რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთანამშრომლობა გააღრმავოს:

"ეს პრეზიდენტ ობამას დიდი გამარჯვება იქნება. მაგრამ, არა მარტო როგორც საგარეო პოლიტიკაში, არამედ ეს თანამშრომლობა ირანისთვის გამაფრთხილებებლი ნიშანიც იქნება, კერძოდ კი, რუსეთის ნატოსთან თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ირანი გარკვეულწილად ბირთვულ საკითხებში მოკავშირე ქვეყანას კარგავს."

ნატოს ლიდერები ასევე განიხილავენ ურთიერთანამშრომლობის მისიის ახალ სტრატეგიას. ამ პროექტის თანახმად, ნატოს ხელეწიფება გლობალური პრობლემების მოგვარება.

პრეზიდენტი ობამა ასევე შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს, სადაც გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG