ამერიკა ემიგრანტების მიერ შექმნილი ქვეყანაა. ამიტომაც აქ არავის უკვირს, რომ ხშირად, ამერიკული პოპულარული მუსიკა თავის თავში რამდენიმე კულტურას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნების მუსიკალური ჰანგების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. სან ფრანცისკოში დაარსებული ანსამბლი „ლა რუია“ ფლამენგოს ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ბოშების მიერ ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილიდან ესპანეთში ჩატანილ ფლამენგოს რიტმებს კალიფორნიელი ჯაზ-მუსიკოსები აფრიკის, შავი ზღვის ქვეყნების და ახლო აღმოსავლეთის ჰანგებით ამდიდრებენ.
ფლამენგოს რიტმი სხვა არაფერში აგერევათ: ესპანური გიტარა, ქუსლების და ტაშის ხმა... სან ფრანცისკოს ანსამბლი „ლა რუია“ ახლებურ ფლამენგოს გვთავაზობს. სემ ფოსტერი ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელია. ფლამენგოს მოყვარული ჯაზ-მუსიკოსი არაბული ჰანგებით მოიხიბლა და გადაწყვიტა მათი სრულიად ახლებური სინთეზი შემოეთავაზებინა. სხვა მუსკოსებთან ერთად ანსამბლში ფლამენგოს მოცეკვავე და ქორეოგრაფი მელისა კრუზიც მიიწვია.
“ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ. როგორ აგიხსნათ, ვიღებთ რომელიმე ქვეყნის სიმღერას, ან მუსიკალურ კომპოზიციას და მას ასე ვთქვათ, ვაფლამენგოებთ. უნიკალური კომპოზიცია გამოდის, ყოველ შემთხვევაში, მე მსგავსი რამ სხვაგან არ გამიგია. ტრადიციულ ფლეიტასთან ერთად, რამდენიმე სხვადასხვა კულტურის ხალხური სიმებიანი თუ დასარტყამი ინსტრუმენტი გვაქვს, რაც ჩვენს მუსიკას განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებს“ - აღნიშნავს მუსიკოსი.
მოცეკვავე და ქორეოგრაფ, მელისა კრუზის თქმით, პალმასიც აუცილებელი კომპონენტია:
„პალმასი ფლამენგოს თანმხლებ ტაშს ჰქვია. ძირითადად, პალმასს ფლამენგოს მოცეკვავე, ან მომღერალი ასრულებს. ცეკვის დროს აუდიტორიის რეაქციას ძალიან მძაფრად ვგრძნობ. მათთან ახლოს მისვლა და გათამაშებაც მიყვარს. ეს ბოშურ-ესპანური ხასიათის ცეკვის შესაქმნელად მჭირდება. მეჩვენება, რომ ამით მუსიკის აღქმაც ძლიერდება და თან სცენას და აუდიტორიას ერთმანეთთან კიდევ უფრო ვაახლოვებ“ - ამბობს მელისა.
ანსამბლ „ლა რუიას“ კონცერტებს სან ფრანცისკოში მსმენელი და დამფასებელი არ აკლია. თუმცა, ზოგი ამბობს, რომ ტრადიციულ ესპანურ ფლამენგოს ხელი არ უნდა ახლო. ზოგს კი მიაჩნია, რომ „ლა რუიას“ მიერ ფლამენგოს არაბული სტილის მუსიკით და რიტმებით გამდიდრება ცეკვას სწორედ საკუთარ ფესვებთან აბრუნებს.
„ფლამენგო თავისი ხასიათით იმპროვიზაციულია. ცეკვას მკაცრი წესები არ გააჩნია. მთელი მისი არსი სხვადასხვა კულტურების მუსიკის სინთეზშია“ - აღნიშნავს ანსამბლის ქორეოგრაფი.
მელისას თქმით, „ლა რუიას“ ახლებური, ბოშურ-ესპანური, მავრიტანული, თუ არაბულრიტმებიანი მუსიკა, ფლამენგოს ტრადიციას საკუთარ საწყისებთან აბრუნებს და ამ ტემპერამენტულ ცეკვას კიდევ უფრო ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს.