კონფერენციის პარალელურად, ყურადღების ცენტრში ტონის საპატიო ჯილდოს მფლობელი სპექტაკლი - „ნორმალური გულიც“ აღმოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკში, 1981-1984 წლებში, დაავადების გავრცელების ისტორიას აღწერს. დადგმა ახლა ვაშინგტონში თეატრ „არენა სტეიჯის“ სცენაზე ცოცხლდება.
დადგმაში მთავარ როლს მსახიობი პატრიკ ბრინი თამაშობს. შინაარსი კი ავტორის - ლერი კრამერის ცხოვრებისეულ ეპიზოდებს მოგვითხობს, რომელმაც აივ-ინფექციით დაზარალებულთა ორგანიზაცია დააფუძნა.
მსახიობი პატრიკ ბრინის თქმით „სპექტაკლში ორგანიზაციის დამფუძნებელი არაკეთილგანწყობილ ადამიანად გვევლინება. ის ყველას ყვირილით მიმართავს, თანამშრომლებს ატირებს და უხეშად ელაპარაკება.“
„მე ვცდილობ ყველას გავუგო და ჩემი რატომ არავის ესმის? – ჩვენ ვკვდებით და რატომ არავის სურს ჩვენი დახმარება?“ - აცხადებს სპექტაკლში კრამერი.
თუმცა, მსახიობს მიაჩნია, რომ კრამერის განრისხება მართებულია, რადგან „თუკი რაღაც მომენტში მოდუნდი და სათანადოდ არ გამოთქვი შენი აზრი, არავის გაახსენდები და უგულვებელყოფილი დარჩები. სწორედ ესაა, პოლიტიკა, ადმინისტრაციული საქმის წარმოება და ჩვეულებრივი სამუშაო რუტინა.“
მოგვიანებით კრამერი ისეთ კოალიციას აარსებს, რომელიც აივ ინფიცირებულთა დამცველ ჯგუფს წარმოადგენს.
სტუდენტი სემ გეიმი, აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს რომ დამოკიდებულება ადრინდელისაგან განსხვავებით ამჟამად განსხვავებულია. თუკი ადრე აგრესია ჰომოსექსუალების მიმართ უფრო იგრძნობოდა, ახლა მეტ-ნაკლებად მიდგომა ნეიტრალურია.
სპექტაკლში მაყურებლზე დიდ გავლენას ახდენს კრამერის წერილი, რასაც თავად ავტორი აივ ინფექციის შავ ჭირს უწოდებს; ამ საკითხს ჯანდაცვის სპეციალისტები დადებითად უყურებენ და იმედოვნებენ, რომ აივ ინფექციის განკურნება მომავალში სავსებით შესაძლებელი იქნება.