ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეფასებით, ავღანეთის არმიაში სამსახური შემადგენლობის თითქმის მეოთხედმა დატოვა. დაახლოებით 3 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. არმიის მოსამსახურეთა ძალიან დიდი ნაწილი გაუნათლებელია. საკითხავია, რამდენად არის მზად ავღანეთის სამთავრობო არმია 2014 წლის ბოლოსთვის, როდესაც ნატოს ძალები ავღანეთს დატოვებენ. ბრიგადის გენერალი, ამინულა ფათიანი ქაბულის სამხედრო საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ მისი ჯარისაცები პარტიზანული ომისთვის იწვრთნებიან.
„ჩვენ ჯარისაცებს ვეუბნებით, რომ ეს სადაზვერვო ომია,“ - ამბობს გენერალი.
როგორც ერთ-ერთმა ოფიცერმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, ამ ჯარისკაცების წვრთნაში ავღანეთის დაზვერვის სამსახურის 40-50 ოფიცერი მონაწილეობს. იგივე მისია აკისრია სამხედრო დაზვერვის ოფიცრებსაც. თუმცა, შეშფოთების მიზეზი მაინც არსებობს. მთავრობის და არმიის მიმართ ბევრი კითხვა ისმის. ყოფილი სამხედრო და დაზვერვის ოფიცერი ჯავად ქოშისტანი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმის გარეშე მოქმედებს.
„ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ თალიბანის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის დაზვერვის წინააღმდეგ. უსაფრთხოების ძალების და ჯარისკაცების ყველა სახის წვრთნა კონკრეტულ სტრატეგიას უნდა ეფუძნებოდეს, რომელიც ასევე აუცილებელია საბრძოლო მორალის ასამაღლებლად,“ - ამბობს თადარიგის ოფიცერი.
თუმცა, გენერალი ფათიანი დარწმუნებულია, რომ მის ჯარისკაცებს დაკისრებული ამოცანის შესრულება შეუძლიათ.
„ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს, თუკი 2014 წლის შემდეგ რაიმე პრობლემა ექნებათ, შესწევთ ძალა რომ შესაბამისად იმოქმედონ. მათ აქვთ მაღალი საბრძოლო მორალი და საფრთხის აღკვეთის შესაძლებლობა,“ - ამბობს გენერალი.
უნარების გასაუმჯობესებლად ავღანეთის არმაის კიდევ ორწლიანი ვადა აქვს.