ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი გენერალ ჯონ ალენის საქმეს იძიებს


პენტაგონის ინფორმაციით 2010-დან 2012 წლამდე გენერალმა ალენმა და ჯილ კელიმ 20 ათასამდე წერილი გაუგზავნეს ერთმანეთს ელ-ფოსტის საშუალებით

პენტაგონი ავღანეთში ამერიკის ჯარების სარდლის, გენერალ ჯონ ალენის საქმეს იძიებს, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ დევიდ პეტრეუსის მეგობარ ქალთან არაშესაფერის მიმოწერაში ადანაშაულებენ.

პენტაგონის ინფორმაციით, 2010-დან 2012 წლამდე გენერალმა ალენმა და ჯილ კელიმ ოცი ათასამდე წერილი გაუგზავნეს ერთმანეთს ელ-ფოსტის საშუალებით.

პენტაგონის წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ ამ მიმოწერის შინაარსი, თუმცა, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს პეტრეუსის სკანდალურ საქმესთან იყოს დაკავშირებული.

ჯილ კელი გენერალ პეტრეუსის მეგობარი ქალია, რომელმაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს დევიდ პეტრეუსის საყვარელთან დაკავშირებით გარკვეული მასალები მიაწოდა.
XS
SM
MD
LG