ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდესაში რუსული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაშავდა


ოდესაზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგი
ოდესაზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგი

ოთხშაბათს, 19 თებერვალს, სამხრეთ უკრაინაში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, რომ რუსულმა ძალებმა, როგორც მან უწოდა, დრონებით „მასობრივი“ თავდასხმა განახორციელა, რამაც ელექტრო და თბომომარაგების შეფერხება გამოიწვია. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად, საბავშვო საავადმყოფო და საბავშვო ბაღიც დაზიანდა.

ღამით რუსულმა თავდასხმებმა ჩერკასის რეგიონში ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა. გუბერნატორმა იჰორ ტაბურეცმა თქვა, რომ განადგურებული დრონების ნამსხვრევებმა რვა სახლი დააზიანა.

უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, რუსული ძალების მიერ ღამით გაშვებული 167 დრონიდან 106 ჩამოაგდეს.

ოთხშაბათს, რუსეთის სამხედრო უწყებამ კი განაცხადა, რომ ღამით დაახლოებით 30 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მეტწილად ბრიანსკის რეგიონში, სადაც ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ზიანი, ან მსხვერპლი არ ყოფილა.

უკრაინული ძალები რუსეთის სამარის რეგიონის ქალაქ სიზრანში ღამით თავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიჩევმა განაცხადა, რომ თავდასხმას დიდი ზიანი არ მოჰყოლია.

სიზრანი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 800 კილომეტრითაა დაშორებული და ასეთ შორ მანძილზე რუსეთის სიღრმეში თავდასხმა უჩევულო იყო. უკრაინული დარტყმების უმეტესობა საზღვრის მიმდებარე რეგიონებზე ხდება.

რუსეთის სიღრმეში უკრაინული დარტყმების სამიზნე, როგორც წესი, ნავთობის ობიექტები და სამხედრო აეროდრომებია.

XS
SM
MD
LG