ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებენ


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

16 იანვარს, შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკელ სენატორ როჯერ უიკერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამერიკა „ქართული ოცნების“ მიმართ ნაბიჯებს, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადადგამს. მისი თქმით, სენატორი უიკერი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

მანამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და "მეგობარი" აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.

კოალიციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ კონგრესმენ უილსონს ოთხი გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.

XS
SM
MD
LG